გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლადო მგალობლიშვილი: თორნიკე რიჟვაძემ სააკაშვილის ლაჩრულ ქმედებაზე, ომის შემდეგ უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე ისაუბრა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა, არის სიცრუე და სიმულაცია

16-06-2023

„მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ „ნაციონალს“ მოუვა თავში ქართველ კაცს დააბრალოს, თითქოს მან თქვა, რომ ქართულმა ჯარმა ლაჩრულად წააგო ომი. ბუნებრივია, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი დეზინფორმაცია“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და სიმულაციაა. 


„მთავრობის თავმჯდომარემ იგულისხმა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლაჩრული ქმედება ომის დროს, კონკრეტულად, საუბარი იყო გორის ინციდენტზე. ასევე, იმავე კონტექსტში იყო ამ ომის შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან და აღდგა უვიზო მიმოსვლა. ზუსტად ეს კონტექსტი იყო თავიდან ბოლომდე, დანარჩენი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა, არის სიცრუე და სიმულაცია” - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.