გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯაბა სამუშიამ შიდა საუნივერსიტეტო სპორტული ჩემპიონატების გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა

16-06-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კალათბურთისა და ფეხბურთის მასშტაბური შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატები ჩატარდა. 2022-2023 წლების სეზონის გამარჯვებული გუნდები თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ დააჯილდოვა.


ასპარეზობაში მონაწილეობა შვიდივე ფაკულტეტის 75-მა გუნდა მიიღო, საიდანაც ფინალური ეტაპისთვის 16 საუკეთესო შეირჩა. „ლიგა თსუ“-ს გამარჯვებული იურიდიული ფაკულტეტის გუნდი „კოლოქვიუმი“ გახდა. მე-2 ადგილზე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი “რეკორდმაისტერი” გავიდა; მე-3 ადგილი კი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდმა “ფრონტი” დაიკავა;


რაც შეეხება კალათბურთის ჩემპიონატს ,,BasketTsu'', სეზონის გამარჯვებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი გახდა. მეორე ადგილი ზუსტ და საბუმებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტის გუნდმა დაიკავა. გოგონათა საკალათბურთო ტურნირში "Basket Tsu Women'' პირველი ადგილი გუნდმა "HUSTLE" მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი "3 shots" გახდა.