გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯაბა სამუშია სწავლის საფასურის დავალიანების მქონე სტუდენტებს შეხვდა

17-06-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, თსუ საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელთან მაია ჩიღვინაძესთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.


უნივერსიტეტში მოქმედებს რეგულაცია, რომლის თანახმადაც დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი ვალდებულია სწავლის საფასური დაფაროს ფინალურ გამოცდებამდე.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არსებული სოციალური, მატერიალური თუ სხვა პირობების გათვალისწინებით სტუდენტები ვერ ახერხებენ სწავლის საფასურის დაფარვას გამოცდებამდე დარჩენილ ვადებში, შესაბამისად ეზღუდებათ ფინალურ გამოცდებზე დაშვების უფლება. 


სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ სწავლის საფასურის გადახდა გადაუვადდეთ დასკვნითი გამოცდების დასრულებამდე.


ამისათვის სტუდენტები ფინალურ გამოცდაზე გასვლის წინ წერილობით დააფიქსირებენ ფინანსური დავალიანების გადავადებასთან დაკავშირებით განაცხადს. მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას არ განიხილოს სტუდენტისთვის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი.