გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნანა კაკაბაძე - როგორც ჩანს, დასრულდა გეგმა „ა“ - მიხეილ სააკაშვილის წამების მსხვერპლად წარმოჩენა, დღის წესრიგში დადგა გეგმა „ბ“ - მიხეილის „უშრეტმა ენერგიამ“ სძლია სასიკვდილო ავადმყოფობას და დაბრუნდა მშობლიურ წიაღში

17-06-2023

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ექსპრეზიდენტი წერს, რომ ქართულ პოლიტიკაშიც ჩაერთვება. კაკაბაძის თქმით, დღის წესრიგში დადგა გეგმა „ბ“, რომელიც ითვალისწინებს იმის ჩვენებას, რომ სამშობლოს „უზომო სიყვარულმა“ და მიხეილის „უშრეტმა ენერგიამ“ სძლია სასიკვდილო ავადმყოფობას და ის დაბრუნდა მშობლიურ წიაღში. მისივე თქმით, მიშას გააქტიურება ქართულ შიდა პოლიტიკაში ყველაზე დიდი საჩუქარია ქართული ოცნებისათვის და ყველაზე დიდი დარტყმაა ოპოზიციური სპექტრისთვის.

 

„ვივა „ვივამედს!“ „ვივა მიშას!“ „ვავა ოპოზიციას!“ როგორც ჩანს, დასრულდა გეგმა „ა“, რომელიც ითვალისწინებდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხით სპეკულაციას, მის უმძიმეს ავადმყოფად და წამების მსხვერპლად წარმოჩენას და ამ თემით მანიპულირებით შიდა და გარე მხარდამჭერების მობილიზების გზით პატიმრობიდან თავის დაღწევას.

 

ამ ყველაფერს ბიძგი მისცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის ქვეტექსტი იყო მიშასადმი მიმართვა: „იყავი იქ, სადაც ხარ და შეეგუე, რომ სამართლიან სასჯელს იხდი კომფორტულ პირობებშიო“. ამით ისიც გამოჩნდა, რომ ვივამედმა შეუძლებელი შეძლო და „მომაკვდავი“ ავადმყოფი გამოაცოცხლა. ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა გეგმა „ბ“, რომელიც ითვალისწინებს იმის ჩვენებას, რომ სამშობლოს „უზომო სიყვარულმა“ და მიხეილის „უშრეტმა ენერგიამ“ სძლია სასიკვდილო ავადმყოფობას და ის დაბრუნდა მშობლიურ წიაღში - განაცხადა, რომ აქტიურად ერთვება საქართველოს შიდა პოლიტიკაში და უხმო მის ერთგულ მედასავლეთეებს „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

ახლა დაირაზმებიან დიდი მედასავლეთეები: მეგის ქარდავა, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ყავარჯნიანი პატრიოტები, ცოცხიანი ბადრაგები, იდეოლოგიური ფრონტის მუშაკები - ბელადომანიის მქადაგებელი ჟურნალისტები, ხელოვანები და შეეცდებიან „პუტინის გუბერნიად“ გადაქცეული საქართველო კვალავ აქციონ „დემოკრატიის შუქურად“. რეალურად თუ ვიმსჯელაბთ, მიშას გააქტიურებით ნამდვილად მოიგებს ქართული ოცნება. საქართველოში ყველასათვის ნათელია, რომ თავისი არსით და ცხოვრების წესით თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა არის ანტიევროპული, ეს არის ნაციონალური მოძრაობა.

 

ბელადომანიით შეპყრობილთა გარდა, ყველამ იცის, რომ ყველაზე დიდი ანტიევროპულობა სწორედ ამ პარტიის საფირმო ნიშნად ქცეული პატიმართა წამება, კერძო საკუთრების ხელყოფა, სახელმწიფო სტრუქტურების ძალადობა, უსამართლო სასამართლო, არჩევნების გაყალბება და თავისუფალი სიტყვის ბოლშევიკური მეთოდებით დევნაა. ამიტომ საკუთარ თავს, ყოველ მეორე სიტყვაში რაც უნდა პროევროული ძალა ეძახონ, რაც უნდა ხშირად წარმოაჩინოს თაკო ჩარკვიანმა მიშა და მისნაირები „ევროპულ ვექტორად“, რაც უნდა თავგამოდებით გვიკიჟინონ მათი „დემოკრატობა“ შეცდომაში შეყვანილმა თუ ანგარებიანმა ევროპარლამენტარებმა, ყველამ ვიცით, რომ არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა. სწორედ ამიტომ, მიშას გააქტიურება ქართულ შიდა პოლიტიკაში ყველაზე დიდი საჩუქარია ქართული ოცნებისათვის და ყველაზე დიდი დარტყმაა ოპოზიციური სპექტრისთვის. ამ უკანასკნელის მოაზროვნე ნაწილს კარგად ესმის, რომ მიშასთან იდენტიფიცირება ეგრევე მიაკერებს მათ „შავი ყორნის“ არასასურველ იარლიყს, არამოაზროვნე ნაწილისთვის (აქ ელენე რუბლოვნას, ჭიჭე ვაშაძის და გირჩი ჯაფარიძეს მოვიაზრებთ) კი სულ ერთია, რადგან ისინი ისედაც ვერასოდეს გამოვლენ „შავი ყორნის“ იმიჯიდან. ყველაზე მეტად მიშას გააქტიურება აზარალებს დამოუკიდებელი ნიშის მაძებარ ბოკერიას პარტიას, „ლელოს“, ალეკო ელისაშვილს და მათ მსგავს დაჯგუფებებს (ასევე პოლიტიკურ სექტანტად ქცეულ ნათელაშვილს).

 

მოკლედ, თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და რევოლუციური განვითარების სცენარიც ჩაიფუშა, მივიღებთ სიტუაციას, რომლის დროსაც ძალაში დარჩება საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერი, ხოლო მიშას გააქტიურებით ოცნება იხეირებს, ნაცები ისევ მთავარ და შესაძლოა ერთადერთ საპარლამენტო ოპოზიციად დარჩებიან, ხოლო დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ღრმა პოლიტიკურ აფსაიდში აღმოჩნდებიან“- წერს ნანა კაკაბაძე.