გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს: ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირმა მოღალატემ ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს

18-06-2023

“ღამურა” რომ კარგად გესწავლა ბავშვობაში და საკუთარ თავზე შავრაზმულ რეაქციად არ გადაქცეულიყავი, ასეთ სამარცხვინო დღეში არ იქნებოდი, - ასე მიმართავს “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს.

 

როგორც ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის წლების წინ მიხვდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი “შეუქცევადი დეგრადაციის სტადიაში” გადავიდა, ამის დასადასტურებლად კი, 2013 წელს დაწერილ პოსტს აქვეყნებს.

 

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილმა ძალაუფლება ვერასდროს დაიბრუნოს.

 

“Mikheil Saakashvili ასე აგიხდეს ყველაფერი კარგი. ღამურა რომ კარგად გესწავლა ბავშვობაში და საკუთარ თავზე შავრაზმულ რეაქციად არ გადაქცეულიყავი, ასეთ სამარცხვინო დღეში არ იქნებოდი. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირმა მოღალატემ ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს. სქრინი შემხვდა მემორიში და არ შემეძლო არ შემეხსენებინა, როდის მივხვდი რომ შეუქცევადი დეგრადაციის სტადიაში გადახვედი” - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.