გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გურჯაანში წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყო

20-08-2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურჯაანის სერვის-ცენტრის თანამშრომლებმა ქალაქში წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაასრულეს.

სამუშაოები თავისუფლებისა და ფურცელაძის ქუჩებზე შესრულდა, განახლებულ ქსელზე 11 ქუჩის საკანალიზაციო ქსელი დაერთდა. შედეგად, 250 ოჯახს პრობლემა მოუგვარდა და ისინი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით სარგებლობენ.

წყალარინების სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებული პრობლემები მოუგვარდა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთ კურორტს. ბალნეოლოგიურ ცენტრ ახტალას მრავალი დამსვენებელი და პაციენტი სტუმრობს, სამუშაოების შედეგად, კურორტის მიმდებარედ წყალარინების ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები კომპანიის კახეთის რეგიონის ტექნიკური სამსახურის რესურსით განხორციელდა. ამ ეტაპზე, წყალარინების სარეაბილიტაციო სამუშაოები კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.