გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზურაბ ქადაგიძე ალეკო ელისაშვილზე: პოპულისტობის და საკუთარი ნათესავების დასაქმების მეტს რომ არაფერს აკეთებს, მინდა ვუთხრა, რომ საცოდაობა და ვიგინდარობაა ნაცების ნარატივზე "მოჯდომა"

18-06-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, საცოდაობა და ვიგინდარობაა ნაცების ნარატივზე "მოჯდომა".

 

„ეს ნაძირალა ელისაშვილი, პოპულისტობის და საკუთარი ნათესავების დასაქმების მეტს რო არაფერს აკეთებს, აუცილებლად მოშორდება მალე ქართულ პოლიტიკას. მაგრამ სანამ აქ აგდია და ტრიბუნაც აქვს მინდა ვუთხრა, რომ საცოდაობა და ვიგინდარობაა ნაცების ნარატივზე "მოჯდომა". ძალიან კარგად იცის, რაც იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ, დავწერე და კიდე გავიმეორებ: ნაცმოძრაობას რომ აეწვა ერთი ადგილი და ატეხილი აქვთ წკავწკავი, რა თქვა თორნიკე რიჟვაძემ ახალი, რაც აქამდე არ ვიცოდით? სააკაშვილი ლაჩრულად არ ფორთხავდა მიწაზე? ქართული ჯარი ლაჩრულად არ მოატოვეს? პატრიარქი რომ არ ყოფილიყო, მაშინდელი რეჟიმის მიერ ლაჩრულად მიტოვებულ ცხედრებს გამოიყვანდა ვინმე? ომიდან რამდენიმე კვირაში ლაჩრულად არ დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს და ქვეყანას ომის დაწყება? ნაცმოძრაობა არ არის ლაჩრების კოჰორტა? ეჰ, ალეკო, ალეკო“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.