გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროექტის „ჩვენი ჯარი“ წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

18-06-2023

პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და არქიტექტურის ფაკულტეტების სტუდენტებს შეხვდნენ.


თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს და „ჩვენი ჯარის“ პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

სტუდენტები თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მათ ინფორმაცია მიიღეს როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სახეობების შესახებ. სტუდენტებმა კოდექსთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.


პროექტი ,,ჩვენი ჯარი“, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებასა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.