გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა ბახტაძემ შვიდი ახალი გუბერნატორი წარადგინა

20-08-2018


 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შვიდ რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა. ამის შესახებ პრემიერმა განცხადება დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის თანამდებობაზე პრემიერმა ალექსანდრე მოწერელია დაასახელა, გურიის რეგიონის გუბერნატორად – ზურაბ ნასარაია , სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულად ბესიკ ამირანაშვილი წარადგინა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოსტზე –შალვა კერესელიძე, ქვემო ქართლში , შოთა რეხვიაშვილი, შიდა ქართლში, გიორგი ხოჯევანიშვილი, ხოლო იმერეთის რწმუნებულად

შავლეგო ტაბატაძე.

 

მამუკა ბახტაძემ რწმუნებულ-გუბერნატორების პასუხისმგებლობასა და როლზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.

 

 

"ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ რეგიონების თანაბარი და ინკლუზიური განვითარება. სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა და მათ გადასაჭრელად ცალკეული პროექტების განხორციელება არ არის საკმარისი.

 

რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ამოცანაა შევქმნათ კიდევ ერთი მექანიზმი კომუნიკაციისა საზოგადოებასთან.

 

ჩვენს მიერ შერჩეულ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი კვალიფიკაცია და ენთუზიაზმი მოახმარონ ქვეყანას,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.