19-06-2023
„თუ ვინმე რადიკალურ პროცესებს ახორციელებს პარლამენტში იქნება ეს, თუ საზოგადოებაში, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ამას საზოგადოება ხედავს. ნება უნდა იბოძოს ყველამ და იმის გადაწყვეტილებასა და კანონს დაემორჩილოს, ვისაც საზოგადოება არჩევნებზე აირჩევს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური პროცესების გამომწვევი მიზეზი რადიკალური ოპოზიციაა, ისინი თავს ესხმიან ლექტორებსა და პოლიტიკოსებს, თუმცა ავიწყდებათ, რომ ვალდებულნი არიან, ხალხის მიერ არჩეულ ძალას დაემორჩილონ.
„თუ ვინმე რადიკალურ პროცესებს ახორციელებს პარლამენტში იქნება ეს, თუ საზოგადოებაში, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ამას საზოგადოება ხედავს. ნება უნდა იბოძოს ყველამ და კანონს და იმის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს, ვისაც საზოგადოება არჩევნებზე აირჩევს. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ უნივერსიტეტში შევარდნილი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ვითომ სტუდენტები, სინამდვილეში კი ან საერთოდ არ იყვნენ სტუდენტები, ან სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი „აბულინგებდნენ“ ლექტორებს. ასევე სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც ვნახეთ მათი თავდასხმები, მათ შორის, პარლამენტის წევრებზეც. მინდა, ყველას შევახსენო, რომ იმ საზოგადოებასაც გააჩნია თავმოყვარეობა, რომელმაც აირჩია უმრავლესობა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.