გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა - იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს

19-06-2023

პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა. იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „არ არის გამორიცხული, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრა მოინდომოს, შემდეგ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს და ეს გადაწყვეტილება პატრიარქზე გადაანაწილოს.“


„ეს თუ ასეა ძალიან მძიმე გათვლასთან უნდა გვქონდეს საქმე. იმედია, ასე არ თვლის ყველაფერს სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა. იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს. ეს მე არ ვიცი,“ - აღნიშნა კობახიძემ.