გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპერები სტარტაპის წარდგენაში გადაამზადა

19-06-2023

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის სემინარი "Pitching101" ჩატარდა. სემინარს VRex Immersive-ის აღმასრულებელი დირექტორი და Neuropilot VR-ის თანადამფუძნებელი, ნიკოლოზ გოგოჭური გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს სტარტაპის წარდგენის შესახებ, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.


შეხვედრაზე ტრენერმა სტარტაპ იდეის მოკლე დროში წარდგენის ეფექტური მეთოდები და საუკეთესო მაგალითები, პრეზენტაციისას გასათვალისწინებელი რჩევები, ამბის თხრობის სტილი და სხვა საკვანძო საკითხები მიმოიხილა.


შეგახსენებთ, რომ სტარტაპერების მხარდაჭერის მიზნით, მედიალაბი უკვე მეხუთე წელია, მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს სრულიად უფასოდ ატარებს.