გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია აბაშიძე: Politico-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტები მიუთითებს, რომ ე.წ. სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიებმა შეიძინეს ასობით ათასი ტყვია-წამალი ამერიკული კომპანისგან, ამით ამაყობენ ჯალათი "ვაგნერის" სნაიპერები

19-06-2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გამოცემა Politico-ს სტატიას ეხმაურება, სადაც საუბარია დოკუმენტებზე, რომლითაც დასტურდება, რომ სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიები ამერიკული კომპანიისგან ტყვია-წამალს ყიდულობენ.

 

 აბაშიძის თქმით, აღნიშნულ ფაქტში ყველაზე ცინიკური ის გარემოებაა, რომ აშშ-ისგან საბრძოლო მასალის შესყიდვით „ვაგნერის“ სნაიპერები ამაყობენ.

 

„აღმოჩენილია მორიგი "შავი კრატერი" ომითა და უკრაინელთა სისხლით გამდიდრებულ ზნედაცემულ ფარისეველთა ველზე. საერთაშორისო გამოცემა Politico-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტები მიუთითებს იმაზე, რომ ე.წ. სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიებმა "Промтехнология"-მ, "ORSIS T-5000"-მა და "ТЕТИС ПРО"-მ შეიძინეს ასობით ათასი ტყვია-წამალი ამერიკული კომპანია Hornady-სგან. მიწოდებები გრძელდება სანქციების დარღვევისთვის აშშ-ში არსებული სასჯელის მიუხედავად ($1 მილიონი ჯარიმა და 20-წლიანი ციხე). რაც ყველაზე ცინიკურია, ამით რუსულ მედიაში, სოცქსელებში ამაყობენ ჯალათი "ვაგნერის" სნაიპერები“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.