19-06-2023
„ახლა რატომ არ საუბრობენ არც ევროპარლამენტარები, არც სააკაშვილის ოჯახის წევრები და არც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ 40-მდე დაავადება სჭირს პატიმარ სააკაშვილს, დემენცია სჭირს და „საჩოჩიალოთი“ დადის? მაინტერესებს, პოლიტიკაში ამ „საჩოჩალოთი“ აპირებს მოსვლას, თუ „ვივამედს“ უტოვებს?“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობაზე საუბარი მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მან ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და საკითხავია, ყოფილი პრეზიდენტი „საჩოჩიალოთი“ ბრუნდება პოლიტიკაში,თუ მის გარეშე.
„ახლა რატომ არ საუბრობენ არც ევროპარლამენტარები, არც სააკაშვილის ოჯახის წევრები და არც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ 40-მდე დაავადება სჭირს პატიმარ სააკაშვილს, დემენცია სჭირს და „საჩოჩიალოთი“ დადის? მაინტერესებს, პოლიტიკაში ამ „საჩოჩალოთი“ აპირებს მოსვლას, თუ „ვივამედს“ უტოვებს? მინისტრთან დემარში მოეწყო, ევროპარლამენტარები სურათებით დადიოდნენ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, ადამიანს ხომ აქვს სიცოცხლის უფლება, ევროპაში გადავიყვანოთო და ასე შემდეგ. ახლა რა ხდება, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ? თვითონვე ამბობდნენ, დღეს კვდება, ვერ გადაიტანს, მიდის საიქიოშიო და ამ დროს დაბრუნდა პოლიტიკაში. „ვივამედი“ შეიძლება, შევიდეს გინესების წიგნში, რადგან საიქიოსკენ მიმავალი ადამიანი დააბრუნეს პოლიტიკაში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.