19-06-2023
„მათ სჭირდებათ ყველგან და ყველაფერში 2 „ტრუპი“ - ეს იქნება, პენსიონერი თუ ახალგაზრდა „ტრუპი“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციისთვის მთავარია მიზეზი ჰქონდეთ, რომ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისახელისუფლებო კამპანია ააგორონ.
„მათი სტანდარტია - 2 „ტრუპი“ მინდა და ეს სტანდარტი ვრცელდება ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ძალიან ბევრ მიმართულებაზე. არავინ არ უფიქრდება იმას, რა შეიძლება მოუვიდეს ამ მკვეთრი ბულინგის, მუქარის დროს იგივე პროფესორს, რა ჯანმრთელობის პრობლემის მატარებელია ადამიანი, რა შეიძლება დაემართოს. გვახსოვს, ამას წინათ 83 წლის ბატონი როინ მეტრეველი რა მდგომარეობამდე მიიყვანეს. მათთვის მოცემულობა არ შეცვლილა. მათ სჭირდებათ ყველგან და ყველაფერში 2 „ტრუპი“ - ეს იქნება, პენსიონერი თუ ახალგაზრდა „ტრუპი“.
ისინი გამოიწვევენ აი ამ სტუდენტებს შორის დაპირისპირებას, როდესაც გასცდებიან უნივერსიტეტის ეზოს და სადღაც მიიყვანენ საქმეს სისხლიან გარჩევამდე (ღმერთმა არა ქნას). მთავარია იყოს მიზეზი, რომლის გარშემოც ეს სვავები კვლავ შეიკრიბებიან სადმე ქალაქის ცენტრში, დააბრალებენ ამ ყველაფერს ხელისუფლების უუნარობას, კონკრეტულ სტრუქტურებს, მინისტრებს და შეეცდებიან კვლავ ააგორონ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისახელისუფლებო კამპანია.
მათთვის მთავარია მიზეზი და ამ მიზეზს ეძებენ. ისინი აძალებენ მასწავლებლებს, კლასის დამრიგებელს, რომ „ოცნების“ დეპუტატის შვილს საჯარო სივრცეში უწოდოს მოღალატის შვილი და ისინი არ უფიქრდებიან ბავშვის ფსიქიკაში რა ხდება“, - განაცხადა ქართველიშვილმა.