გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხარაგაულის გამგეობამ ოქტომბრის თვეში ხელფასის სახით თანამშრომლებზე 238 ათასი ლარი გასცა

1-12-2017

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფუძნებული ააიპ-ები ბიუჯეტიდან მიღებულ სუბსიდიას, ძირითადად, ხელფასებში ხარჯავენ.

2017 წლის ბიუჯეტით მათთვის გათვალისწინებული დაფინანსება ხელფასებისთვისაც კი არასაკმარისი აღმოჩნდა. ამიტომ 2017 წლის იანვრიდან რვა ააიპ-ში თანამშრომელთა ხელფასები შემცირდა. ამის მიუხედავად, ზოგიერთ ააიპ-ს, ფაქტობრივად, საქმიანობის განსახორციელებლად თანხა აღარ ჰყოფნის. ცალკე მსჯელობის საგანია, რამდენად იღებს ხარაგაულის მოსახლეობა ააიპ-ებისთვის გაწეული სუბსიდირების ადექვატურ მომსახურებას.

2017 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფუძნებული ააიპ-ების სახელფასო ფონდი 2 856 000 ლარით განისაზღვრა.

წარმოგიდგენთ თითოეული ააიპ-ის მიერ ერთ თვეში თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების შესახებ ინფორმაციას (მონაცემებს გთავაზობთ 2017 წლის ოქტომბრის მიხედვით).

სულ ოქტომბერში ხელფასის სახით გამგეობის მიერ დაფუძნებულმა ააიპ-ებმა თანამშრომლებზე 238 ათასი ლარი გასცეს. მათ შორის:

ააიპ „ხარაგაულდასუფთავებამ“ თანამშრომლებზე ხელფასის სახით 40 500 ლარი გასცა;
ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობამ“ სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობისთვის – 14 500 ლარი;
ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობამ“ გარე განათებისთვის – 6 600 ლარი;
ააიპ „სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ“  – 69 100 ლარი;
ბორის საჯარო სკოლამ პანსიონური მომსახურებისთვის – 8 300 ლარი;
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა – 7 200 ლარი;
სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურმა ცენტრმა – 15 500 ლარი;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრმა – 8 100 ლარი;
ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ – 11 800 ლარი;
შოთა ბუაჩიძის სახელობის ხარაგაულის სამუსიკო სკოლამ – 8 100 ლარი;
ხალხური შემოქმედების სახლმა – 2 500 ლარი;
ხარაგაულის კულტურის ცენტრმა – 21 000 ლარი;
ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა – 5 800;
რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა – 3 800 ლარი;
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრმა – 8 300 ლარი;
სათნოების სახლმა – 3 700 ლარი;
მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურმა ცენტრმა – 3 200 ლარი.

კულტურის სფეროს მიკუთვნებულმა ააიპ-ებმა (ხალხური შემოქმედების სახლი, კულტურის ცენტრი, ისტორიული მუზეუმი, ლიტერატურული თეატრი) ჯამში ოქტომბერში ხელფასის სახით 33 100 ლარი ლარი მიიღეს. მკითხველისთვის მიგვინდია იმის შეფასება, თუ რამდენად მიიღო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ამ შრომითი ანაზღაურების ტოლფასი მომსახურება კულტურის მიმართულებით;

ან რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა გარე განათებით (ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით ხელფასის სახით 6 600 ლარი გაიცა), როცა დაბა ხარაგაულის ქუჩები და სოფლები ჩაბნელებულია.ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ ბიუჯეტის პროექტის განხილვისას აღნიშნა, რომ ძირულას ხეობის სოფლებში 6-7 თვეა გარე განათება არ ჩართულა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ „მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის მიმართ,“ რომელიც მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „საკუთარი თავის გასართობ ღონისძიებებს ატარებს“ და „საჭიროზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.“

2018 წლისთვის ააიპ-ებ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლებისგან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მკაცრ მოთხოვნებსა და მითითებებს ელოდება.

საზოგადოება სასარგებლო და სასიკეთო ცვლილებებს, წლებია, ელოდება.

წყარო: "ჩემი იმერეთი"