20-06-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ბერლინში მონაწილეობას იღებს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებებში.
შეხვედრების ფარგლებში მხარეები განიხილავენ გერმანიის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების მიმდინარეობის ეტაპებს, გერმანიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების სამომავლო პერსპექტივებსა და თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს.
მიმდინარე სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით სამი პრიორიტეტული თემა გამოიყო. ესენია:
განათლებისა და მეცნიერების სფეროებში გერმანულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა და კვლევის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ეწვევა.
აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია. გერმანულ მხარესთან თანამშრომლობა მიმართულია ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისკენ.