გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ამილახვარმა ლანჟოუს უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

20-06-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლანჟოუს უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ჩუნ-ჰუა იანი ხელმძღვანელობდა. 

  

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს და ლანჟოუს უნივერსიტეტთან პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს. 

 

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ლანჟოუს უნივერსიტეტი საქართველოს ერთ-ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაშია წარმოდგენილი. სამომავლოდ, სამინისტროს მხარდაჭერით იგეგმება ლანჟოუს უნივერსიტეტსა და საქართველოს სხვადასხვა წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელება.   

 

ლანჟოუს უნივერსიტეტი, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად ითვლება, კონფუცის ინსტიტუტის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.