გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ესტონეთმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა

20-06-2023

ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.


მიღებული დოკუმენტის თანახმად, ესტონეთში დაქორწინებას 2 ზრდასრული ადამიანი მათი გენდერის მიუხედავად შეძლებს. ამასთან, ახალი კანონი ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვების შვილად აყვანის შესაძლებობას აძლევს.


კანონპროექტს მხარი პარლამენტის 55-მა წევრმა დაუჭირა, 34 კი წინააღმდეგი იყო. კანონი ძალაში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.


ამასთან, გადაწყვეტილებას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი Twitter-ზე გამოეხმაურა და პარლამენტის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.


„ვამაყობ ჩემი ქვეყნით. ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც ყველას უფლებებს პატივს სცემენ და ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ სიყვარული“, - წერს კალასი.