გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლაშა ხუციშვილი გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

20-06-2023

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ლუიზ ჰოლშერს.


ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის სფეროები.


მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს სხვადასხვა სექტორში გერმანიის მთავრობის მიერ გაწეულ მხარდაჭერას და გამოთქვეს იმედი, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.


შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია.