გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ენტონი ბლინკენი: ვულოცავთ ესტონელ ხალხს და მთავრობას ერთნაირსქესიანთა ოჯახების აღიარებას, აშშ ამაყობს, რომ თქვენთან ერთად მხარს უჭერს ლგბტქი+ საზოგადოებას ყველგან

20-06-2023

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ ესტონელ ხალხს და მთავრობას ქორწინების თანასწორობის შესახებ კანონისა და ერთნაირსქესიანთა ოჯახების აღიარებას ულოცავს.


„ეს არის ისტორიული მომენტი. აშშ ამაყობს იმით, რომ თქვენთან ერთად მხარს უჭერს ლგბტქი+ საზოგადოებას ყველგან“, – წერს ბლინკენი.


ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დააკანონა. 2024 წლის პირველი იანვრიდან მსგავსი სქესის მქონე ადამიანებს დაქორწინება შეეძლებათ.


სლოვენიის შემდეგ, ესტონეთი ცენტრალური ევროპის რიგით მეორე ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა.