20-08-2018
იმერეთის გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის განცხადებით, პირველი ნაბიჯები მუნიციპალიტეტთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მოსახლეობასთან ურთიერთობის დანერგვის კუთხით იქნება გადადგმული.
მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროში უწევს ადამიანს მუშაობა. მთავარი ქვეყნის სამსახურში ყოფნაა.
"შევეცდები ჩემი მთელი გამოცდილება ჩემს რეგიონს, იმერეთს მოვახმარო. იმერეთის რეგიონი უცხო არ არის ჩემთვის, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქ სამსახური მომიწია. წარმოშობითაც იმერეთიდან ვარ.
პირველი, რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება მუნიციპალიტეტთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და რაც მთავარია მოსახლეობასთან კომუნიკაცია. მნიშვნელობა არ აქვს თითოეული ჩვენგანი შეიარაღებულ ძალებში ვიქნებით თუ სამოქალაქო სექტორში, მთავარია ჩვენს ქვეყანას ვემსახუროთ,"- განაცხადა ტაბატაძემ.