გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: „მაკდონალდსში" მიმდინარეობდა ბავშვებზე გათვლილი პროპაგანდა, რაც ამორალური და მიუღებელი კამპანიაა

21-06-2023

რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, მაკდონალდსში, მიმდინარეობდა სწორედ ბავშვებში ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია, ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები , მაგრამ ეს არ არის საკმარისი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უკვე მიმდინარეობს ბაღებსა და სკოლებში, უცხოეთში.

„მე თქვენი, „იმედის" საშუალებით გავეცანი მონაცემებს, ბუნებრივია, ეს იყო უცხოური ორგანიზაციის კვლევა და როგორც თქვენ აღნიშნეთ 30 ქვეყანაში ჩატარდა ეს კვლევა და განსაკუთრებით საყურადღებო იყო საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების 22 % აცხადებს თავს ლგბტ-დ, რაც ვფიქრობ, არის საგანგაშო ტენდენცია. მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, ყველა ადამიანის უფლებაა ეს, თუ როგორი ცხოვრების წესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უკვე მიმდინარეობს ბაღებსა და სკოლებში, უცხოეთში.


მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ, ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, იმიტომ რომ დაუშვებელი და მიუღებელია სკოლებში, ბაღებსა და ახალგაზრდებში ამ თემის პროპაგანდა.


რა თქმა უნდა, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, მაკდონალდსში, მიმდინარეობდა სწორედ ბავშვებში ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია, ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები , მაგრამ ეს არ არის საკმარისი.


ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ამიტომაც ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ასე არ მოხდება და მე ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური,"- განაცხადა პრემიერმა.