გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან, ასევე ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ჩვენ კონკრეტული ხელშესახები ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით და ძალიან სწორ ნაბიჯებს ვდგამთ

21-06-2023

კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან, ასევე ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩვენ კონკრეტული ხელშესახები ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით და ძალიან სწორ ნაბიჯებს ვდგამთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, „კიბერუსაფრთხოებაამ საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.


„კიბერუსაფრთხოება არის, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ამ საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს ძალიან სწრაფი ტექნოლოგიური, ტრანსფორმაციული განვითარება, ასევე ხელოვნური ინტელექტის განვითარება და ასევე, ზოგადად, მმართველობის გაციფრულება ყველა სფეროში, რისკები, რომელიც ახლავს ამ ტრანსფორმაციის და განვითარების პროცესს, მთელს მსოფლიოში არის უზარმაზარი. ამიტომ, ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და ჩვენ ვართ ჩართულნი ამ პროცესში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან განსაკუთრებით, ასევე ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩვენ კონკრეტული ხელშესახები ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. შევიმუშავეთ ეროვნული სტრატეგიაც, შევქმენით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზაც და ამ მიმართულებით ძალიან სწორ ნაბიჯებს ვდგამთ. დღევანდელი ფორუმიც მიეძღვნა სწორედ აი ამ თემატიკას და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტ პროგრესს მივაღწევთ უახლოეს პერიოდში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.