გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მკაფიოდ დავუდასტურე, რომ „ქართული ოცნება" არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების" კანონს

21-06-2023

ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მკაფიოდ დავუდასტურე, რომ „ქართული ოცნება" არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების" კანონს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


„ეს კითხვა სხვათაშორის მუსირებდა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებში. მე მათ მკაფიოდ დავუდასტურე ჩვენი გუნდის სახელით ჩვენი პოზიცია, რომ „ქართული ოცნება" არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების" კანონს. ეს საკითხი არის დახურული და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.