გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გამოვიკვლიეთ და შევისწავლეთ თანამედროვე განვითარებული სახელმწიფოების გამოცდილება და აღმოვაჩინეთ, რომ არც ერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არ არის დაშვებული სუროგაცია

21-06-2023

ჩვენ გამოვიკვლიეთ და შევისწავლეთ თანამედროვე განვითარებული სახელმწიფოების გამოცდილება და აღმოვაჩინეთ, რომ არც ერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არ არის დაშვებული სუროგაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, შესწავლილი იქნა განვითარებული სახელმწიფოების გამოცდილება და ამის საფუძველზე იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.


„მე მოვისმინე ძალიან ბევრი პრობლემის შესახებ, რომელიც არსებობდა და უკავშირდება სუროგაციის საკითხებს. ჩვენ გამოვიკვლიეთ და შევისწავლეთ თანამედროვე განვითარებული სახელმწიფოების გამოცდილება და აღმოვაჩინეთ, რომ არც ერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არ არის დაშვებული სუროგაცია. ჩვენ მიდგომა შევცვალეთ, ასევე სხვა, ჰიბრიდული მაგალითებიც დავამუშავეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია, ჩაიკეტოს და აეკრძალოთ უცხოელ მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეების გამოყენება სუროგატ დედებად. იმიტომ, რომ უკონტროლოდ ხდება ეს პროცესი, არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ მიმართულებით. ხდება ბავშვების გაყვანა და ძალიან ბევრი რისკები ახლავს ამ პროცესს. ჩვენ არ ვიცით, ეს ბავშვები სად მიჰყავთ, რა მიზნით მიჰყავთ და ა. შ. ძალიან ბევრი კითხვები არსებობს. ამიტომ, ეს კითხვები რომ დავაზღვიოთ, იმიტომ, რომ ჩვენი მანდატი არ ვრცელდება ამ ბავშვებზე, მათ მომავალზე, ჩვენ ვმოქმედებთ პასუხისმგებლობით. ამიტომ, გამოვედით ინიციატივით, რომ სუროგაცია დაშვებული იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ძალიან ბევრი წყვილი მიმართავს ამ მეთოდს და მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი განიხილავს და მხარს დაუჭერს აღნიშნულ კანონპროექტს", - განაცხადა პრემიერმა.