გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ამილახვარმა საბერძნეთის ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა

21-06-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.


 

 

მინისტრმა ელჩთან საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის სწავლების მეტად გაძლიერების პერსპექტივებზე ისაუბრა – გიორგი ამილახვარის თქმით, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ქართული დიასპორისთვის.  


 

 

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და საბერძნეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს, ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.