გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: წარმოდგენაც კი მზაფრავს, როგორი რეიტინგი შეიძლება „ავწიოთ“, როდესაც პარტიად დარეგისტრირების შესაძლო გადაწყვეტილებას მივიღებთ და შესაბამის კვლევებს თავის საქმეში რომელიმე სანდო და ავტორიტეტული ორგანიზაცია ჩაატარებს

21-06-2023

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, „ხალხის ძალა“ ჯერ პარტიად არ დარეგისტრირებულა, მის რეიტინგს კვლევებში მაინც განიხილავენ.


დავით ქართველიშვილის განცხადებით, თუნდაც ამ გაყალბებული კვლევებით დადგენილი რეიტინგების მიხედვით, ჯერ პარტიამდე არ მისული „ხალხის ძალა“ საგრძნობლად ასწრებს სხვა პოლიტიკურ პარტიებს.


 „ოფშორ TV-ს“ („ფორმულას“) ჯიბის სოციოლოგ-შულერების, „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებულ კვლევებს საერთოდ არ შევეხებოდი, რომ არა ერთი გამოვლენილი, მეტად მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც უშუალოდ მოძრაობა „ხალხის ძალას“ და მის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირდება. შიშს ფართო თვალები აქვსო, გვასწავლის ანდაზა. ოღონდ ისეც არ უნდა ქნა, რომ ბუდეებიდან ამოგივარდეს.


სხვა რას მივაწერო ის აკვიატებული მცდელობა, საკუთარ გამოკითხვებში „ხალხის ძალა“ მოქმედი პარტიების სპექტრში შეიყვანო. საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირებულ 250-ზე მეტ პოლიტიკურ სუბიექტს შორის აქამდე მოხვედრა რომ გვნდომებოდა, მსოფლიოში რეგისტრაციის ყველაზე გამარტივებული პროცედურა გაგვაჩნია. მაგრამ „ხალხის ძალის“ აქტიურობამ, მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებულობაზე მიმართულმა ძალისხმევამ, რა დროსაც იმსხვრევა ოდესღაც მიუკარებელ „ბრახმანებად“ ქცეული „ავტორიტეტები“ – „შეშინებული თვალების“ პატრონები პანიკაში ჩააგდო. აქედანაც ჩვენი „პარტიულ რეიტინგებში“ მოხვედრის ფაქტი.


„ედისონ შულერების“ მიერ თუნდაც ამ გაყალბებული კვლევებით დადგენილი რეიტინგების მიხედვით, ჯერ პარტიამდე არ მისული „ხალხის ძალა“ თურმე საგრძნობლად ასწრებს ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიის მქონე „ბოკერია/ჩერგოლეიშვილის ევროპულ წყვილს“ და ოდნავ ჩამორჩება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის მქონე „დაღმაშენებლებსა“ თუ „ლელოელებს“.


მე წარმოდგენაც კი მზაფრავს, როგორი რეიტინგი შეიძლება „ავწიოთ“, როდესაც პარტიად დარეგისტრირების შესაძლო გადაწყვეტილებას მივიღებთ და შესაბამის კვლევებს თავის საქმეში რომელიმე სანდო და ავტორიტეტული ორგანიზაცია ჩაატარებს. მანამდე კი, ვნებივრობთ გაშიშვლებულ და გაკოტრებულ ოპოზიციურ ველზე თავისუფალი მოთამაშის პოზიციებიდან და სწორედ იმ პოლიტიკურ „ჭინთვებს“ ვაკვირდებით, რომლებმაც თვალთა გაფართოებაც იცის, შიშის ფაქტორთან ერთად“, - წერს დავით ქართველიშვილი.