გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: Edison research-ის ახალი კვლევა შიდა დაპირისპირების ერთ-ერთ იარაღს წარმოადგენს კეზერაშვილსა და მის მოწინააღმდეგე ფრთას შორის

21-06-2023

„კეზერაშვილი ცდილობს ძალის დემონსტრირება ჩაატაროს, რომ მიუხედავად ძველი კვლევებისა, მისი სწორი მენეჯმენტით, და სასაცილოა, მაგრამ ხაბეიშვილის ლიდერობით, „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე მეტად მოწოდების სიმაღლეზეა და ის კიდევ ერთ რებრენდინგს არ საჭიროებს“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.


მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ახლა კეზერაშვილ-მერაბიშვილის ხელშია, პარტიის შიდა მართვას სააკაშვილის ყველა კადრი ჩამოცილებულია და შესაბამისად, Edison research-ის ახალი კვლევა, სადაც „ნაცმოძრაობას“ კარგი შედეგები აქვს, ორი ფრთის დაპირისპირებას ასახავს:


„ხელაღებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ნაწილი არის მანიპულაციური საშუალება, რათა აზრის ფორმირებას მიაღწიონ. ამ კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციები ირიბად თუ პირდაპირ რადიკალურ ოპოზიციასთან არიან კავშირში. რაც შეეხება Edison research-ის ახალ კვლევას, ეს ჩემთვის შიდა დაპირისპირების ერთ-ერთ იარაღს წარმოადგენს კეზერაშვილსა და მის მოწინააღმდეგე ფრთას შორის და აი, რატომ: გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო კვლევებით „ნაცმოძრაობა“ დეგრადაციის გზაზეა ციფრების თვალსაზრისითაც კი (და არა მხოლოდ - რეალურად), და მაშინ როდესაც შიდა დაპირისპირება იმ დონეზე მიდის, რომ კობა ნაყოფიას საშუალებით მცდელობაა დავით არახამია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შემოვიდეს კეზერაშვილ-მერაბიშვილისა და „ნაცმოძრაობის“ დღეს არსებული ლიდერშიპის საპირწონედ, ამ დროს კეზერაშვილი ცდილობს ძალის დემონსტრირება ჩაატაროს, რომ მიუხედავად ძველი კვლევებისა, მისი სწორი მენეჯმენტით და სასაცილოა, მაგრამ ხაბეიშვილის ლიდერობით, „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე მეტად მოწოდების სიმაღლეზეა და ის კიდევ ერთ რებრენდინგს არ საჭიროებს. იმ აზრს, რომ შიდა ჭიდილი მიმდინარეობს, მიმძაფრებს კიდევ ერთი მომენტი, რომ მიხეილ სააკაშვილი უცბად გამოჯანმრთელდა.


ვხედავთ უკვე, რომ ეს კაცი, რომელიც წელიწად-ნახევარი კვდებოდა, უცბად, არსაიდან გამოფრინდა და თქვა, რომ მორჩა, ნუღარ ვისაუბრებთ ჩემს ავადმყოფობაზე, პოლიტიკას უნდა მივხედოო. ამ დროს, სად არის და სად არა, კეზერაშვილის კვლევა გამოდის, სადაც „ნაცმოძრაობას“ კარგი შედეგები აქვს. არ დაგავიწყდეს, რომ „ნაცმოძრაობა“ ახლა კეზერაშვილ-მერაბიშვილის ხელშია. კი, შეიძლება ირიბად მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება და თუკი რაიმე პოზიტივი დარჩენია „ნაცმოძრაობასთან“ შემხებლობის თვალსაზრისით, ამის გამოყენებას ცდილობენ, მაგრამ რეალობა არის ის, რომ „ნაცმოძრაობის“ შიდა მართვას სააკაშვილის ყველა კადრი და გავლენა აბსოლუტურად ჩამოცილებულია და კეზერაშვილი სრულად აკონტროლებს.


ის მეორე ფრთა კი, რომელიც კეზერაშვილს ორგანულად ვერ იტანს, არის კობა ნაყოფიას ფრთა, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში არახამიას შემოყვანას ცდილობენ. აქ სჭირდება კეზერაშვილს ძალის დემონსტრირება, რომ მის ხელში „ნაცმოძრაობა“ იმაზე ძლიერია, ვიდრე ეს იყო მელიას ხელში თუ 2012 წლამდე. ვფიქრობ, ეს კვლევა მათი ადგილობრივი ხელის გადაგრეხის ასახვაა“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.