გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

Wine News ღვინო და ქვევრი - ქართული კულტურის 8000 წლოვანი სიმბოლო

22-06-2023

იტალიური გამოცემა Wine News საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.


„ქვევრს უზარმაზარისიმბოლურიღირებულებას აქვს: მიწაშიმოთავსებულ ამ  ჭურჭელში ღვინო მზადდება,  ამგზითღვინომიწასერწყმის, აქ ხდება ღვინის ხელახალი დაბადება,  ისევე როგორც დიონისედან დაწყებული მრავალი ღვთაება.  ღვინო მჭიდროდ დაკავშირებულია მზესთან, ღვთაებრივ სიმბოლოსთან და მის ენერგიასთან.  ქართულ სახლებში სარდაფებს, სადაც ღვინოს ათასწლეულებია ამზადებენ, "მარანი" ჰქვია.   "მარ" ნიშნავსადამიანს, რომელიც თავისთავად მზის ენერგიაა. ქვევრი კი ქალური ენერგიისა და დედამიწის სიმბოლოა“,-წერს სტატიის ავტორი პიერმიშელ კაპული. ჟურნალისტი გამოცემისთვის საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატიას ამზადებს.


Wine News იტალიაში ღვინის რეგიონების, კულინარიისა და ტურიზმის შესახებ წერს. გამოცემას ყოველდღიურად ვებგვერდზე 40 ათასი ვიზიტორი ჰყავს.

პიერმიშელ კაპული 3 იტალიელ ჟურნალისტთან ერთად საქართველოშიმერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში გამართული პრესტურით იმყოფებოდა.

მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდა, შატო მუხრანისა და „ასოციაცია ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით.


მერანოს ღვინის ფესტივალი, როგორც პირველი ღვინის ფესტივალი ევროპაში, ემსახურება მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას.

 

https://winenews.it/it/il-vino-ed-il-qveri-simboli-della-cultura-georgiana-che-attraversano-8-000-vendemmie_499313/