გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ,,ფრანკლინის კლუბის“ საქმიანობაში მთავარ საფრთხეს წარმოადგენს მისი ლიბერალურ ფაშიზმზე აგებული იდეოლოგია, სწავლების მეთოდები და ჩამოყალიბებული თეზისები

22-06-2023

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ფრანკლინის კლუბის“ სასწავლო პროგრამის შედგენაში რეზი თოფურია, ალექსანდრე ზიბზიბაძე, თუ მსგავსი პირები მონაწილეობდნენ (მათ ამისთვის ინტელექტი არ ჰყოფნით). აღნიშნული ფუნქცია, დიდი ალბათობით, ეკისრება ლევან რამიშვილსა და გია ნოდიას (ისინი წარმოდგენილნი არიან ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოში)“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

 

მისი თქმით, „ფრანკლინის კლუბის“ გეგმის ამოსავალი წერტილია ახალგაზრდებისთვის ტრადიციული ფასეულობებისა და ღირებულებების გაქრობა და მათი ახალი „ფასეულობებით“ ჩანაცვლება, ამ იდეოლოგიური დამუშავების შედეგად კი ე.წ ,,ფერადი რევოლუციების“ ძირითადი მოქმედი ძალების შექმნა.

 

,,ფრანკლინის კლუბის“ საქმიანობაში მთავარ საფრთხეს წარმოადგენს მისი ლიბერალურ ფაშიზმზე აგებული იდეოლოგია, სწავლების მეთოდები და ჩამოყალიბებული თეზისები, რომელთა ინკრიმინირება პრაქტიკულად შეუძლებელია (ხსენებული პოლიტიკა უკვე წლებია გამოიყენება აშშ-ის მიერ, ხოლო მათი მეშვეობით მზადდება ე.წ „ფერადი რევოლუციებისთვის“ საჭირო ნიადაგი). შეუძლებელია იმიტომ, რომ სწავლება არ მოიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის პირდაპირ ნიშნებს.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსმენელებს ასწავლიან რაღაც „ცუდი“ გარემოებების თაობაზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ საზოგადოებრივი მღელვარება და ბუნტი. ასწავლიან ახალგაზრდებს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ „ცუდი“ გარემოებებით გამოწვეულ საფრთხეებს. ხოლო ამერიკის სპეცსამსახურების მეშვეობით შემდგომ ხდება ქვეყანაში მსგავსი „ცუდი“ გარემოებების შექმნა-გამოყენება („რუსული კანონი“), რა დროსაც წინასწარ დატრენინგებული ახალგაზრდობა მოქმედებს უკვე რაიმე დამატებითი ინსტრუქციის გარეშე. კლუბის ძირითადი გეგმის ამოსავალი წერტილი არის ახალგაზრდული მოძრაობების იდეოლოგიური და პროპაგანდისტული დამუშავება, რის შედეგადაც ქრება ტრადიციული საზოგადოების ფასეულობები, ღირებულებები და პრაქტიკულად ხდება მათი ახალი „ფასეულობებით“ ჩანაცვლება, ე.წ „გენმოდიფიცირება“.

 

სწორედ ხსენებული იდეოლოგიური დამუშავების შედეგად იქმნებოდა ე.წ ,,ფერადი რევოლუციების“ ძირითადი მოქმედი ძალები („კმარა“, „ოტპორი“). იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, თუ რა საფრთხეს ქმნის „ფრანკლინის კლუბი“, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, ვინ მართავს მას რეალურად. ორგანიზაციის ძირითადი დამფინანსებელი არის ,,Atlas Network“, რომელიც წლებია, სარგებლობს შელახული რეპუტაციით, როგორც ე.წ „ფერადი რევოლუციების“ იდეოლოგიური მკვებავი ძალა და ლიბერტარიანული იდეების გამავრცელებელი ორგანიზაცია (ხელს უწყობდა დიდი ბრიტანეთის კონსერვატორების „ბრექსიტს“ და მის გამოყოფას ლიბერალური ევროპისგან).

 

„ფრანკლინის კლუბს“ უკვე ჰყავს 2500-მდე კურსდამთავრებული, ხოლო ამ ეტაპზე, როგორც თავად აცხადებენ, ყოველთვიურად რეგისტრირდება 400-მდე პირი, რაც ქმნის ლიბერალურ-ფაშისტური ზეგავლენის უფრო მასშტაბურ შესაძლებლობებს. რაც შეეხება კლუბის სასწავლო პროგრამების შედგენას, ნაკლებად სავარაუდოა ამაში რეზი თოფურია, ალექსანდრე ზიბზიბაძე, თუ მსგავსი პირები მონაწილეობდნენ (მათ ამისთვის ინტელექტი არ ჰყოფნით).

 

აღნიშნული ფუნქცია, დიდი ალბათობით, ეკისრება ლევან რამიშვილსა და გია ნოდიას (ისინი წარმოდგენილნი არიან ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოში). ლევან რამიშვილი არის ცნობილი ფილოსოფოსი, მან თავის დროზე შექმნა ,,ფრანკლინის კლუბის“ ანალოგი „თავისუფლების ინსტიტუტი“, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა მოძრაობა ,,კმარა“ (მას აქვს უკვე ახალგაზრდებზე ზემოქმედების საკმარისი გამოცდილება).

 

„ფრანკლინის კლუბს“ სტუდენტებზე წვდომის მიღებასა და გაფართოებაში, ხელს უწყობენ იმავე მრჩეველთა საბჭოში მყოფი კონსტანტინე თოფურია (საქართველოს უნივერსიტეტი) და ვატო ლეჟავა (თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები). ,,ფრანკლინის კლუბი“ ღიად და საჯაროდ საკუთარ ამოსავალ წერტილად მიიჩნევს „ლიბერტარიანობას“ - პოლიტიკურ-ფილოსოფიურ მოძრაობას, რომელიც მთავრობის მინიმალური ძალაუფლების ქვეშ სრულიად თავისუფალი საზოგადოების არსებობას ქადაგებს. ლიბერტარიანელი ისტორიკოსი ჯორჯ ვუდკოკი განმარტავს, რომ საზოგადოების ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს რეფორმით, ან რევოლუციის გზით, ხოლო ფილოსოფოსი როდერიკ ლონგი ლიბერტარიანობას განმარტავს, როგორც „ნებისმიერ პოლიტიკურ პოზიციად, რომელიც მხარს უჭერს ძალაუფლების რადიკალურ გადაცემას ძალდატანებითი სახელმწიფოსგან თავისუფალი ინდივიდების მოხალისეობრივი ასოციაციების ხელში“ (ხშირად იდეოლოგია გადადის ანარქიაში). აღსანიშნავია, რომ მარტის აქციებზე მყოფი ახალგაზრდები პროპაგანდას უწევდნენ სწორედ ხსენებულ ლოზუნგებს, რომ ისინი არიან თავისუფლები, ხოლო მათ მიერ დამზადებულ პლაკატებსა და სიმბოლიკაში ხშირად ფიქსირდებოდა ილია ჭავჭავაძე, რომლის საკუთარი მოძრაობის მამა-დამაარსებლის როლში გამოყვანაზე აქტიურად ფიქრობენ კლუბში.

 

ხსენებულ პროცესებში მნიშვნელოვანია, რომ, იდეოლოგიის გავრცელების პარალელურად, ისინი აქტიურად მუშაობენ ე.წ ტექნოლოგიური სპეციალისტების აღზრდაზეც, რაზეც აქტიურად ზრუნავენ როგორც რექტორები, ასევე კლუბში სამუშაოდ მოწვეული ლექტორები, რომელთა უმეტესობა პარალელურად დასაქმებულია საქართველოს და თავისუფალ/აგრარულ უნივერსიტეტებში. ამაზე უფრო დაწვრილებით შემდეგ გამოშვებებში…“ - წერს დავით ქართველიშვილი.