22-06-2023
ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, პროპაგანდა, რომელიც წარმოებს, იგივე ბავშვთა შორის ლგბტ პროპაგანდის გავრცელება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაში ჩართული არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მათთან დაკავშირებული ენჯეოები, ასევე ოპოზიციური ტელეკომპანიები - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის ის, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, რადგან ამას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ შეხედულებებთან.
„ეს რეალობაა, არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, არის პროპაგანდა, რომელიც წარმოებს, იგივე ბავშვთა შორის ლგბტ პროპაგანდის გავრცელება. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაში ჩართული არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ასევე არიან ჩართული მათთან დაკავშირებული ენჯეოები, ასევე ოპოზიციური ტელეკომპანიები.
ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის ის, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, იმიტომ, რომ ამას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ შეხედულებებთან, შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ხმამაღლა გამოვხატავთ ჩვენს პოზიციებს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.