გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ნაცმოძრაობა მორიგი, მძიმე მარცხისთვისაა განწირული

22-06-2023

„ნაცმოძრაობის“ რეიტინგი წინა არჩევნებზე იყო 30% და ახლა ჩამოსულია 20%-ზე ქვემოთ. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს სერიოზული პრობლემები და ამას უკავშირდება მოწოდებები გაერთიანებასთან დაკავშირებით- ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კობახიძის განმარტებით „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა მდგომარეობს მის ფორმალურ თავმჯდომარეში და იმ ლიდერებში, რომლებიც მართავენ პარტიას.

 

„ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ მათ აქვთ ნეგატიური ტენდენცია, არამედ ის, რომ მათი ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი. მათი ლიდერი და მთავარი დამფინანსებელია კეზერაშვილი, უცხოელი აგენტი, რომელიც რატომღაც თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს ევროპის ქვეყნებში. მათი ლიდერია ასევე ვანო მერაბიშვილი.

 

ადეიშვილი ყოფილა ჩართული მათ საქმიანობაში, რაც მელიამაც აღიარა. იგივე სააკაშვილი რომ არის მათი ლიდერი და ა.შ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა. ეს დისკრედიტირებული სახეები: სააკაშვილი და სააკაშვილის დროინდელი სახეები ვიდრე არ ჩამოშორდებიან „ნაცმოძრაობას“, მანამდე რა თქმა უნდა არავითარი პერსპექტივა ამ პარტიას არ აქვს და არც ჩამოშორების პერსპექტივა აქვთ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ნაცმოძრაობა განწირულია მორიგი, ძალიან მძიმე მარცხისთვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.