გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

22-06-2023

სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შემოვიდა შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ.

ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (ი/მ, იურიდიული მისამართი: გორის რაიონი, სოფელი ფლავისმანი; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ივერთუბნის 131), სადაც, პაციენტის განცხადებით, რეგულარულად ყიდულობდა ღორის  ხორცს. 

სახელმწიფო კონტროლისას აღნიშნულ ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა; კოროზირებული ინვენტარი, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია; ბიზნესოპერატორს არ აქვს დანერგილი საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP); დარღვეულია ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესი, რის გამოც  ინდმეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობა - ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე.

ამასთან, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტიდან აიღო ღორის ხორცის ნიმუშები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.  

ტრიქინელოზი არის დაავადება,  რომელიც ადამიანს შესაძლოა  დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას.

ხორცის დამარილება, შებოლვა  და გაშრობა პარაზიტს არ კლავს.