გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

AEO - კომპანიების ახალი სტატუსი და გამარტივებული საბაჟო ფორმალობები ბიზნესისთვის

22-06-2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ საქართველოში რეგისტრირებულ 5 კომპანიას (შპს „დემასი", შპს ,,გოსელინ მობილითი ჯორჯია", შპს ,,შარმ ტრეიდინგი", შპს ,,ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია", სს „შატო მუხრანი") ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. საქართველოში, აღნიშნულ სტატუსს, შპს ,,ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანიისა" და შპს ,,ჰავი ლოჯისტიკსის" ერთად უკვე 7 კომპანია ფლობს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება. ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ; ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება. დამატებითი ინფორმაცია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსისა და მიღების წესის შესახებ იხილეთ ბმულზე:

https://www.rs.ge/LegalEntityAuthorizedPersons?cat=2&tab=1

,,თბილისის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, კიაზო ახალაია და ელგუჯა ბერანძე, ასევე უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები.