გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან ნიკოლეიშვილი გვარამიას შეწყალებაზე: სხვა რამ უფრო ღირებული და ფასეულია სალომე ზურაბიშვილისთვის ვიდრე ღირსება და დამოუკიდებელი სასამართლო!

22-06-2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მას მერე რასაც გვარამია პრეზიდენტს ეძახდა და უწოდებდა, მინიმუმ ღირსება ხომ უნდა ჰქონდეს?

 

ექსპერტის თქმით, სხვა რამ უფრო ღირებული და ფასეულია სალომე ზურაბიშვილისთვის ვიდრე ღირსება და დამოუკიდებელი სასამართლო!

 

“მისი ნებაა, შეუძლია შეიწყალოს და შეიწყალა კიდეც, მაგრამ რის ფასად? მას მერე რასაც გვარამია პრეზიდენტს ეძახდა და უწოდებდა, მინიმუმ ღირსება ხომ უნდა ჰქონდეს ? ე.ი. სხვა რამ უფრო ღირებული და ფასეულია სალომე ზურაბიშვილისთვის ვიდრე ღირსება და დამოუკიდებელი სასამართლო! ეტყობა ბევრი იფიქრეს და გადაწყვიტეს: ხაბეიშვილი საერთოდ ვერ ქაჩავს, იქნებ გვარამიამ გვიშველოსო! ჰოდა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა ბრძანება და შეასრულა. ომი ახალ ფაზაში შევიდა, მაგრამ ნურც იმას ვიტყვით, რომ არ ველოდით...ახლა მთვარია ხალხმა საბოლოოდ განსაზღვროს ერთმანეთის მაგინებელი ახალ მოყვრების ზურაბიშვილ-გვარამიას ქვეყანა უნდათ თუ ღირსეული საქართველო...”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.