გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნანა კაკაბაძე: რეზიდენტმა ბრწყინვალედ იცის, რომ გვარამიას შეწყალებით შეუძლებელს ხდის 12 რეკომენდაციიდან ერთ - ერთის შესრულებას - დეპოლარიზაციას, ვინაიდან გვარამიას თავისუფლებაში უხსნის ახალ ასპარეზს პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის

23-06-2023

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, ნიკა გვარამიას შეწყალებით, სალომე ზურაბიშვილმა არაერთი დასკვნის გაკეთების საშუალება მისცა ქართულ საზოგადოებას. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ პრეზიდენტი არად მიიჩნევს სისხლიანი რეჟიმის ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილის მიმართ, ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობაში , ფაქტებზე დაყრდნობით დამკვიდრებულ აზრს და ხელმძღვანელობს მხოლოდ ნიკა გვარამიას პერსონის მიმართ დასავლეთში შექმნილი არასწორი აღქმებით. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ასევე დაადასტურა, რომ ევროპელების რეკომენდაციები მხოლოდ ფარატინა ქაღალდი და ქვეყანაზე ზეწოლის საშუალებაა.

 

„გვეგონა პრეზიდენტი აღმოჩნდა რეზიდენტი ნიკა გვარამიას შეწყალებით, სალომე ზურაბიშვილმა არაერთი დასკვნის გაკეთების საშუალება მისცა ქართულ საზოგადოებას. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ:

1.ნამდვილად იმსახურებს გვარამიას მიერ მისთვის შერქმეულ მეტსახელს.

  1. რეზიდენტი პრეზიდენტისთვის არაფერს ნიშნავს ისტორიული სამშობლო, ამ ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტის უკიდურესი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და ფეხქვეშ გათელვა,(შეწყალებული გვარამიას მიერვე) როდესაც მეორე მხარეს დგას მისი შვილების კეთილდღეობა;
  2. რეზიდენტი პრეზიდენტი, პირნათლად და სიტყვაშეუბრუნებლად ასრულებს დასავლელი პატრონების დავალებებს და ემსახურება მათი ქვეყნების ინტერესებს, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.
  3. რეზიდენტი პრეზიდენტი არად მიიჩნევს სისხლიანი რეჟიმის ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილის მიმართ, ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობაში , ფაქტებზე დაყრდნობით დამკვიდრებულ აზრს და ხელმძღვანელობს მხოლოდ ნიკა გვარამიას პერსონის მიმართ დასავლეთში შექმნილი არასწორი აღქმებით.
  4. რეზიდენტი- პრეზიდენტი ასრულებს თავისი პატრონების ნებისმიერ დავალებას, მათ შორის ნებისმიერი ოდიოზური ფიგურის შეწყალების გზით გათავისუფლებას.მან ეს დაიწყო გიგი უგულავას შეწყალებით, გააგრძელა ნიკა გვარამიათი და აუცილებლად დაასრულებს სააკაშვილით, თუ ამის საშუალება ექნება, ანუ, როცა სააკაშვილს აღარ ექნება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები და მის შეწყალებას შეიძლება მოყვეს რეალური შედეგი (ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია).
  5. რეზიდენტ-პრეზიდენტისთვის არაფერს წარმოადგენს შეწყალების მთავარი პრინციპის, სამართლიანობის უგულებელყოფა. მას საერთოდ არ აინტერესებს და არ აღელვებს რიგითი მსჯავრდებულების ბედი. 99%-ზე მეტს (ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენებს, პირველად ნასამართლევებს, ავადმყოფებს და მოხუცებს) რეზიდენტი-პრეზიდენტი ყოველთვის უარს ეუბნება შეწყალებაზე.
  6. რეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაგვანახა, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებზე მოძალადე დასავლეთის რეალური სახე, რომელიც ასეთ უღირს საქციელებს ადენინებს საკუთარ მონა-აგენტებს. დასავლური დიქტატი უპირველესად ღირსებაზე აღებინებს ხელს საკუთარ აგენტებს და ფულის თუ სხვა კეთილდღეობის სანაცვლოდ სამშობლოს ღალატს ადენინებს.
  7. რეზიდენტმა პრეზიდენტმა ამ ნაბიჯით დაადასტურა, რომ მისი პატრონი დასავლეთისთვის დემოკრატია და ადამიანის უფლებები მხოლოდ ლამაზი ლოზუნგებია და არა რეალური ღირებულებები, რადგან პოლიტიკური ინტერესების გამო შეუძლიათ ანტიდემოკრატიული, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედების მფარველობა და ლობირება.
  8. ასევე დაადასტურა, რომ ევროპელების რეკომენდაციები მხოლოდ ფარატინა ქაღალდი და ქვეყანაზე ზეწოლის საშუალებაა.
  9. რეზიდენტმა ბრწყინვალედ იცის, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებით, ის შეუძლებელს ხდის 12 რეკომენდაციიდან ერთ- ერთის შესრულებას, დეპოლარიზაციას, ვინაიდან შიდა დაპირისპირების ყველაზე აქტიურ პროპაგანდისტს ნიკა გვარამიას თავისუფლებაში უხსნის ახალ ასპარეზს პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“-წერს ნანა კაკაბაძე.