23-06-2023
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ეს უკანასკნელი შუშანიკს აკრიტიკებს.
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ლევან ბერძენიშვილი არის თანამედროვე საჭურისი რუქა, რომლისთვისაც საკუთარი ბოროტი ეგო და ბოღმა იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე ჭეშმარიტება და ახალგაზრდების ცნობიერების გაფრთხილება „თანამედროვე რუქაა, საჭურისი სულხან საბას „სიბრძნე სიცრუიდან“ - აბსოლუტური ბოღმა და ბოროტება! არაფერი დატოვა წაუბილწავი და შეურყვნელი, ყველაფერს გაუკუღმართებული აზროვნებით ხედავს და აფასებს.
ამის ლოგიკით აბო მოღალატე გამოდის, გრიგოლ ხანძთელი კი ამპარტავანი და სამეფო საქმეების განმქიქავი... შუშანიკს სძულდა შვილებიო, ტყულია. შუშანიკი შვილებს არ მიიღებს ციხეში, რადგან ვარსქენის ნება აღასრულეს და მაზდეანები გახდნენ, ხოლო შუშანიკი ღმერთს მიმართავს და სთხოვს - შენი მოცემულები არიან და შენვე გაუკვალე გზაო... ანუ, ეს სიუჟეტიც სათავისო ბოღმით გადათარგმნა და პირდაპირ ახსნა, რომ სძულდა შვილებიო. მოკლედ, ეს არის თანამედროვე საჭურისი რუქა, რომლისთვისაც საკუთარი ბოროტი ეგო და ბოღმა იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე ჭეშმარიტება და ახალგაზრდების ცნობიერების გაფრთხილება. ჰოდა, როცა განათლების სისტემაზე ლაპარაკს დაიწყებს ვინმე, ნუღარ გაგიკვირდებათ კატასტროფული მდგომარეობა და აღვირახსნილი უმეცრება, რადგან ასეთი საჭურისები მრავლობენ დღეს და ასეთი აბსოლუტური ბოღმა ასაზრდოებს მომავალ თაობებს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.