გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს 12 რეკომენდაცია, პარალელურად, ასოცირების ხელშეკრულებასაც ვახორციელებთ და რა თქმა უნდა, საქართველო ევროპული ტიპის სახელმწიფო გახდება

23-06-2023

„ევროკავშირს უნდა, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ისრები და პასუხისმგებლობა საქართველოს მხარეზე გადაანაწილოს, რაც ჩემი აზრით დაუშვებელი და პოლიტიკურად ამორალურია“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, 12 რეკომენდაცია უკვე შესრულებულია, პარალელურად, ასოცირების ხელშეკრულებაც ხირციელდება და რა თქმა უნდა, საქართველო ევროპული ტიპის სახელმწიფო გახდება.


„ეს 12 რეკომენდაცია და მათ შესრულებასთან დაკავშირებული პროცესები არის პოლიტიკური თამაშები. რეალობა კი არის ის, რომ შარშან, როცა მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ქვეყანასთან დაკავშირებით და სტატუსი არ მოგვანიჭეს, მაშინ განაცხადა მაკრონმა, რომ ეს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო ხდებოდა.


ეს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ხომ არ შეცვლილა? ასე რომ, ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მაგრამ, ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. კერძოდ, საქართველოს მიანიჭეს ევროპული პერსპექტივა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ოდესმე აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. თუმცა, ევროკავშირს უნდა, რომ ისრები და პასუხისმგებლობა გადაანაწილოს საქართველოს მხარეზე, რაც ჩემი აზრით დაუშვებელი და პოლიტიკურად ამორალურია.


შარშანაც კი, როცა საქართველო სამეულში საუკეთესოდ ასრულებდა ყველა კრიტერიუმს, კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს, ახლა კი ცდილობენ, რაღაც, მოგონილი მიზეზებით საზოგადოებას დაანახონ, რომ მათ კი უნდათ სტატუსის მონიჭება, მაგრამ ისევ, ვითომდა საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს რაიმეს. ეს ყველაფერი ტყუილია. ეს არის პასუხისმგებლობის საქართველოს ხელისუფლებაზე გადაბარება. მთავრობას ყველაფერი შესრულებული აქვს და ბურთი და მოედანი ისევ მათ მხარეზეა - ამჯერად, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.


შეგახსენებთ, როცა რუსეთმა საქართველოსთან ფრენები აღადგინა, ეს იყო რუსეთის მიერ ანტიდასავლური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, ეს იყო გამოწვევა ევროკავშირისადმი და მათი მხრიდან ამაზე სათანადო პასუხი ჩვენთვის სწორედაც რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება იქნებოდა. თუმცა, რა მივიღეთ სინამდვილეში ევროკავშირისგან სანაცვლოდ? 27 ქვეყნის დემარში ვიხილეთ საქართველოს მთავრობისადმი - რატომ აღადგინა რუსეთმა ფრენებიო და მოგვთხოვეს, რომ საკუთარი მოსახლეობა დაგვესანქცირებინა და ხელი პოლიტიკური ესკალაციისთვის შეგვეწყო. ეს მათი სტილია.


ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს 12 რეკომენდაცია. პარალელურად, ასოცირების ხელშეკრულებასაც ვახორციელებთ - აღმასრულებელი გუნდი, საჯარო მოხელეები მუშაობენ ამაზე; მთელი რიგი ევროდირექტივების განხორციელება მიმდინარეობს. ეს პროცესი - ევროპული ტიპის ინსტიტუტების გაძლიერება, დანერგვა; ევროპული ტიპის ურთიერთობების ჩამოყალიბება გრძელდება და აუცილებლად, რა თქმა უნდა, საქართველო ევროპული ტიპის სახელმწიფო გახდება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.