23-06-2023
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის განცხადებით, ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის მიერ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
მისივე თქმით, Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციებისთვის 607 მილიონი დოლარის გადახდის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
„რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ“, - წერს კალანდაძე სოციალურ ქსელში.