გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნინო ფოჩხუა ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ვერანაირი ძალა ვერ მოგერევა, როცა ხარ მართალი... ამხელა მანქანა ებრძოდა, მაგრამ დიდი მოთმინებით და გამძლეობით არ წამოეგო პროვოკაციას და გაიმარჯვა

23-06-2023

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ.

 

როგორც ექსპერტი წერს, ვერანაირი ძალა ვერ მოგერევა, როცა ხარ მართალი.

 

“ვერანაირი ძალა ვერ მოგერევა, როცა ხარ მართალი. როგორ არ იმოქმედეს, რა არ გააკეთეს, ამხელა მანქანა ებრძოდა, მაგრამ დიდი მოთმინებით და გამძლეობით არ წამოეგო პროვოკაციას და გაიმარჯვა. ბევრი ვერ გაუძლებდა. ეს კაცი აქამდე ასე მოვიდა, წაგებულ თამაშში არასდროს შესულა, ასე რომ 2011 წელს, როცა შემოვიდა პოლიტიკაში, აგერ 12 წელია ჯერ არ წაუგია. მომავალშიც ასე იქნება. ეს ერთი და სხვა მრავალი”- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.