გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შალვა პაპუაშვილი: სანამ ლაზარე გრიგორიადისის მამა იტყოდა, რომ მისი შვილი გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიყენეს, ამას ჩვენ ვამბობდით - ის, რომ დესტრუქცია ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მომდინარეობს, ცხადია

23-06-2023

ის, რომ დესტრუქცია ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მომდინარეობს, ცხადია და ჩანს, რომ ამ შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისის მამაც აღიარებს ამას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ადამიანები რაც უფრო მეტს ისაუბრებენ იმის შესახებ, თუ რა დგას ამ დესტრუქციული ქმედებების უკან, მათთვის უკეთესი იქნება.


„სანამ ლაზარე გრიგორიადისის მამა იტყოდა, რომ მისი შვილი გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიყენეს, ამას ჩვენ ვამბობდით. იმ დღეს მართლა იყო ჯგუფები, რომლებიც მსგავსი დესტრუქციისთვის ამწიფებენ და ამზადებენ მდგომარეობას, შემდეგ ადამიანები სხვადასხვა ტრენინგებზე დაჰყავთ. გამოჩნდა ის, თუ რა იგეგმება ასეთ სემინარებზე - რევოლუციები და იარაღის ტრიალი. ამის შედეგი იყო ის, რომ საბოლოო ჯამში, ვიღაცამ ადამიანს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა. ის, რომ დესტრუქცია ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მომდინარეობს, ეს ცხადია და ჩანს, რომ ამ შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისის მამაც აღიარებს ამას. რაც უფრო მეტს ისაუბრებენ იმაზე, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვინ აორგანიზებდა პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობას, ფანჯრების ჩამსხვრევას, "მოლოტოვის კოქტეილის" დამზადებას, მათთვის ეს უკეთესი იქნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.