გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი: ეროვნული ბანკის საბჭომ თავად მიიღო გადაწყვეტილება, ვინ იქნებოდა პირველი ვიცე-პრეზიდენტი - მათ გადაწყვეტილებას სრულად ვენდობით

23-06-2023

გუშინ, თავად ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, თუ ვინ იქნებოდა პირველი ვიცე-პრეზიდენტი. ამაში ეროვნული ბანკი არის სრულიად დამოუკიდებელი და ავტონომიური“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, ეროვნულ ბანკში თუ რა პროცედურით მოხდება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრა, პარლამენტის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო.


„რაც შეეხება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩევას, ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. ამ შემთხვევაში სრული მკაფიოობა არის, თუ რა პროცედურით ხდება უფლებამოსილების შემსრულებლის განსაზღვრა. აქამდე, მინდობილი იყო სრულად ეროვნული ბანკის შიდა უწყების გადაწყვეტილებაზე, რაც, რა თქმა უნდა, იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს ჩვენს ფინანსურ სისტემაში, დაუშვებელი იყო. ამიტომ პარლამენტმა ეს ხარვეზი გამოასწორა.გუშინ თავად ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, თუ ვინ იქნებოდა პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამაში ეროვნული ბანკი არის სრულიად დამოუკიდებელი და ავტონომიური. აქედან გამომდინარე, მათ გადაწყვეტილებას სრულად ვენდობით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩიეს.როგორც თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას მხარი საბჭოს 7 წევრიდან 5-მა დაუჭირა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.