გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში წარადგინა

24-06-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველოს პარლამენტის წევრებს საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის ბოლო დროინდელი მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკანასკნელ წლებში ქართული საექსპორტო პროდუქციის სტიმულირებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, მთავრობის მხრიდან საგარეო სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადაიდგა, რომელთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად გენადი არველაძე ქვეყნებთან სავაჭრო რეჟიმების განვითარებას მიიჩნევს, რასაც, მისი თქმით, სტატისტიკური მონაცემებიც ასახავს.


„2022 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა და მისი ორივე კომპონენტი რეკორდული მაჩვენებლით განისაზღვრა - ბრუნვა გაზრდილია 34%-ით და 19 185 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. აქედან, ექსპორტი გაზრდილია 32%-ით და მისი რაოდენობა 5 593 მლნ. აშშ დოლარია" - აღნიშნა არველაძემ.


მისივე ინფორმაციით, 2014 წლამდე ქართული წარმოშობის პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გადიოდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებში და თურქეთში, ხოლო 2014 წელს, საქართველოს მიერ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ვაჭრობის რეჟიმების განვითარების კუთხით გადადგმულ პირველ წარმატებულ მაგალითს - ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებას მოჰყვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), ჩინეთთან, ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონთან - ჰონკონგთან და გაერთიანებულ სამეფოსთან. ასევე წარმატებით დასრულდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.