გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ქართველიშვილი: საქართველო იქნება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისი, რომელსაც ვერც აქაური „რუსოფილები“ და ვერც „რუსოფობები“ ვერ მოერევიან

24-06-2023

„დღეს უკრაინელი მეომრების „ამდუღებელი“ რუსი „ზეკები“ ჩვენი „ელიტარული, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციონერების“ სიტუაციური მეკავშირეები არიან“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.


მისი თქმით, გენეტიკური ლაჩრები დღეს აგენტოკრატების მიცემული დავალების კვლავ „წარმოებაში“ დაბრუნებით გვემუქრებიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველო იქნება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისი.


„გენერალ ვლასოვის აჯანყება გამახსენდა გლობალურ ფაშიზმთან ბრძოლის შუალედში. დღეს ლიბერალ-ფაშისტებს საკუთარი „ვლასოვი“ ჰყავთ - პრიგოჟინის სახით.


შიდა რუსულ პოლიტიკურ თამაშებში, როგორც ყოველთვის, ქვეყნის ასაყირავებლად შველას ეძებენ. დღეს უკრაინელი მეომრების „ამდუღებელი“ რუსი „ზეკები“, უმძიმესი მუხლით მსჯავრდადებული დაუნდობელი რეციდივისტები „ვაგნერიდან“, ჩვენი „ელიტარული, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციონერების“ სიტუაციური მეკავშირეები არიან. სისხლის სუნზე მათ ისევ „ფანტომური“ კრუნჩხვები დაეწყოთ, გენეტიკური ლაჩრები დღეს, უკრაინელი მეომრების მწამებელი „ვაგნეროველების“ სახით, აგენტოკრატების მიცემული დავალების კვლავ „წარმოებაში“ დაბრუნებით გვემუქრებიან: „მეორე ფრონტი, სოხუმსა და ცხინვალზე შტურმი, ქვეყნის გამთლიანება და ა.შ.“ მათ ამ „ზეიმს“ კიდევ ცოტა ხნით დავაკვირდებით მერე ერთმანეთში არჩიონ „კარგი“ და „ცუდი“ რუსები. საქართველო იქნება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისი, რომელსაც ვერც აქაური „რუსოფილები“ და ვერც „რუსოფობები“ ვერ მოერევიან“ - წერს დავით ქართველიშვილი.