გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ-ნაცები ნამდვილად შესწირავდნენ ქვეყანას... მარტო დღევანდელი მათი პოზიციაც კმარა ამ დასკვნის გამოსატანად!

24-06-2023

„ნაცების ახალი მესიჯბოქსია, რომ დადგა იარაღის ხელში აღების და ტერიტორიების დაბრუნების დრო. ვერ ითმენენ, კიდევ ომს ითხოვენ!!! ნაცები ნამდვილად შესწირავდნენ ქვეყანას, მარტო დღევანდელი მათი პოზიციაც კმარა ამ დასკვნის გამოსატანად“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენების ირგვლივ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული განცხადებების შესახებ.


როგორც ექსპერტი აღნიშნავს, თუ შეძლებ, ოდნავ ცივი გონებით შეხედო მოვლენების განვითარებას, მიხვდები რამდენად სწორ პოლიტიკას ატარებს დღეს ჩვენი ქვეყანა, რას გადავრჩით და რაში არ შევყავით თავი.


„თუ შეძლებ, ოდნავ ცივი გონებით შეხედო მოვლენების განვითარებას, წამში მიხვდები რამდენად სწორ პოლიტიკას ატარებს დღეს ჩვენი ქვეყანა, რას გადავრჩით და რაში არ შევყავით თავი… მეორე ფრონტის გარეშე, რომელსაც ჩვენ არ დავთანხმდით, რუსეთის შეჯანჯღარება შეუძლებელი აღმოჩნდა. სამწუხაროდ ვერც კონტრშეტევამ გამოიღო რაიმე არსებითი შედეგი. საჭირო გახდა მეორე ფრონტი და ეს ვაგნერელებმა აიღეს საკუთარ თავზე… ნაცების ახალი მესიჯბოქსია, რომ დადგა იარაღის ხელში აღების და ტერიტორიების დაბრუნების დრო. ვერ ითმენენ, კიდევ ომს ითხოვენ!!! მოდი მესამე ფრონტიც სხვამ აიღოს საკუთარ თავზე, რატომ უნდა შევეწიროთ მაინცდამაინც ჩვენ ამ ომს??? ნაცები ნამდვილად შესწირავდნენ ქვეყანას, მარტო დღევანდელი მათი პოზიციაც კმარა ამ დასკვნის გამოსატანად! ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ საქართველოს დღევანდელმა ლიდერებმა არაერთხელ თქვეს: ჩვენ ხალხს და ტერიტორიებს დავიბრუნებთ მშვიდობით, შერიგებით და განვითარებით!!!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.