კახეთში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები დასრულდა
24-06-2023
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში დასრულდა. თელავში, ახმეტაში, ყვარელში, ლაგოდეხში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოში გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
- „ქართული ოცნების“ თელავის ადგილობრივ ორგანიზაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი უხელმძღვანელებს;
- ახმეტის ორგანიზაციას - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური;
- ყვარლის ორგანიზაციას - ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი;
- ლაგოდეხის ორგანიზაციას - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ივანე (ბაჩო) ხაჩიძე;
- გურჯაანის ორგანიზაციას - გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი;
- დედოფლისწყაროს ორგანიზაციას - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი;
- სიღნაღის ორგანიზაციას - სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი;
- საგარეჯოს ორგანიზაციას - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი. „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის გარდა, ჩატარდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, თბილისში.