21-08-2018
ხაშურის, ქარელის, გორის და კასპის მუნიციპალიტეტების ფერმერებთან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა, პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, შეხვედრები გამართეს. სპეციალისტებმა სოფლების - მეჯრისხევი, ტყვიავი, შინდისი, ხოვლე, ხანდაკი, თელიანი, გომი, ოსიაური, ცხამურა, ბრეთი, ხვედურეთი, ბებნისი, ადგილობრივების ფერმერული მეურნეობები დაათვალიერეს და ფერმერებს ბოსტნეული და ხეხილოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის, მეცხოველეობის და ვეტერინარიის მიმართულებით ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან მიმდინარეობს. აღნიშნულ პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 14 ათასამდე დაინტერესებულ პირი გადამზადდა.