გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიგი უგულავა: ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, ქოცები ბოლომდე გადაჯეჯილდებიან

24-06-2023

ნიკა გვარამიას შემდეგ სააკაშვილის გათავისუფლება, მართლაც შექმნის რეალურ წინაპირობას კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც პირიქით ქოცობის წალეკვის დამხმარე და განმსაზღვრელ გარემოებად იქცევა. ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, ქოცები ბოლომდე გადაჯეჯილდებიან - ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს ყველას მთავარი ფოკუსი, რაც ყველაზე მეტად აახლოვებს კანდიდატის სტატუსის მიღებას.

 

„ყველაფერი, რაც აიძულებს რეჟიმს გააკეთოს ის, რაც მას არ უნდა, მისასალმებელია. ასე რომ კიდევ ერთხელ ვულოცავ ნიკა გვარამიას სამეცნიერო მივლინების დასრულებას და ვუქებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაგვიანებულ საქციელს.

 

აქვე, სანამ არ განთავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი, მანამდე არავის, ვინც სახელისუფლო ჰორიზონტსა თუ ვერტიკალზეა, მადლობა არ ეკუთვნის, უფრო პირიქით. ასევე, ნიკა გვარამიას შემდეგ სააკაშვილის გათავისუფლება, მართლაც შექმნის რეალურ წინაპირობას კანდიდატის სტატუსის მისააღებად, რაც პირიქით ქოცობის წალეკვის დამხმარე და განმსაზღვრელ გარემოებად იქცევა. ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, ქოცები ბოლომდე გადაჯეჯილდებიან - შიშების საპირისპიროდ.

 

ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ უნაყოფოდ ვიკამათოთ, უნდა მოგვცენ თუ არა კანდიდატის სტატუსი, არამედ იმისთვის, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს ყველას მთავარი ფოკუსი, რაც ყველაზე მეტად აახლოვებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ასეა ეს სინამდვილეში“, - წერს გიგი უგულავა Facebook-ზე.