« მაი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
25-06-2023
ქართული ოცნების“ თბილისის პარტიული კონფერენციები დასრულდა. კონფერენციებზე დედაქალაქის ათივე მუნიციპალიტეტის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ ისნის ორგანიზაციას ისნის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნიკა ელისაშვილი უხელმძღვანელებს;
ნაძალადევის ორგანიზაციას - დავით ჭელიძე;
ჩუღურეთის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რიმა ბერაძე;
დიდუბის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირმა ზავრადაშვილი;
ვაკის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნოდარ ტურძელაძე;
კრწანისის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია;
საბურთალოს ორგანიზაციას - საბურთალოს რაიონის გამგებელი - გაიოზ ვასაძე;
სამგორის ორგანიზაციას - სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კახა სამხარაძე;
გლდანის ორგანიზაციას - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, კოტე ზარნაძე;
მთაწმინდის ორგანიზაციას - მთაწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით კირკიტაძე.
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები თბილისის გარდა, ჩატარდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.